სამეფო კარის ,,თამაშები ” -ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა და გვარს იბრალებს
ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის და სინამდვილეში სიხარულიძეა.
“ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი,ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა”, განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ.
მან ისაბრა გამოცემა “დეილი მეილთან” დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახმა ამ გამოცემას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის გამოქვეყნება შეუკვეთა.
ადვოკატის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 3000 ფუნტის სანაცვლოდ გამოცემის ჟურნალისტს ბაგრატიონთა ჯილდოს გადაცემა შესთავაზა.
„რაც შეეხება „დეილი მეილს”, მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც მოგიწოდოთ ინფორმაცია, რომ როცა “დეილი მეილს” იყენებთ წყაროდ, უნდა ვნახოთ რა გაზეთთან გვაქვს საქმე. ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი. ეს გაზეთი თანამშრომლობს გრუზინსკებთან და ეს იყო გრუზინსკების მიერ შეკვეთილი სტატია, რათა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის ჩრდილი მიეყენებინათ”, – განაცხადა ლევან ჩხაიძემ.
თბილისი საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...