მუქარის მიუხედავად, ხატია ახალაიამ სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განაახლა
განათლებისა და შრომის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე სექსუალურ განათლებაზე მორიგი ვიდეოგაკვეთილი დაიდო, რომლის ავტორი კვლავაც ხატია ახალაიაა. ვიდეოგაკვეთილი მენსტრუალურ ციკლს ეხება.
ახალაიამ “ტაბულასთან” განაცხადამ რომ დღესდღეობით მენსტრუაცია ტაბუირებული თემაა, რის გამოც მოზარდების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია.
“აღნიშნული ვიდეო არის მენსტრუალურ ციკლზე, მნიშვნელოვან დეფიციტურ ინფორმაციებს აწვდის გოგოებს, რა პროცესებია ჩვენს ორგანიზმში ამ პერიოდში, უფრო შესავალი ნაწილია…კითხვებზე პასუხებიც არის, რაც მოგვდის ყოველ დღე. ვიდეო იმ სტიგმის საპასუხოდაა, რაც ქალის სექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს.“,- ამბობს ახალაია.
ახალაიას განცხადებით, მას კვლავ ემუქრებიან.
“კიდევ მემუქრებიან, ყველგან მწერენ სადაც ხელი მიუწვდებათ. გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობს, მე მრჩება ასეთი განცდა. იბარებენ აიდენტიფიცირებენ ძალიან ნელა. ამ საქმეში კი მყისიერი მოქმედებაა საჭირო“- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ახალაია და მისი ოჯახი, ვიდეოგაკვეთილების გამო, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს იღებს. გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
ახალაიას თქმით, მუქარების მიუხედავად საქმეს მაინც გააგრძელებს.
ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაცია Facebook-ზე სექსუალური განათლების შესახებ ვიდეობს აქვეყნებს, სადაც მკვლევარი ბავშვებს და მოზარდებს სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინფორმაციას აწვდის და საფრთხეებთან გამკლავების ხერხებს ასწავლის.
როგორც ორგანიზაციის გვერდზე ვკითხულობთ, ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდებულია 8 წლიდან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...