თიკა რუხაძე კახა კალაძეზე: მშვიდად და ჩუმად მოდის ხოლმე… მერე ირკვევა, რომ ყველაფერი იცის, ყველა კარგ საქმეში გიდგას მხარში!
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თბილისის მერს კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გილოცავთ!
მადლობა სასახლის სახელით! რეაბილიტაციის და კიდევ ჩვენი პროექტების მხარდაჭერით ყველაზე მაგარ საქმეს ამ ქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ისტორიის შესანარჩუნებლად და კულტურული თვალსაზრისით… ასეთი რამე პრაქტიკულად ჯერ არ გაკეთებულა… მაგრად უნდა იყოთ თქვენს ოჯახთან ერთად! სხვანაირად არ გამოვა!!!
პატივისცემით, თიკა (მილოცვა აქ მთავრდება დანარჩენი ჩემს მეგობრებს უნდა მოვუყვე)
ამ ფოტოზე ის დღეა 2017-ის ზაფხულში, რომ მოვიდა სასახლეში… ისე მოვიდა „მზიურის“ პროექტზე… არც მინისტრი იყო და არც მერი… დაჯდა და გულიანად მოისმინა მთელი კონცერტი… instagram live-ც ჰქონდა. ისე, რა სიმღერაც მოეწონა, გადაიღო… ჩუმად იკითხა რაღაცები… რაც მოვასწარი, სიმღერებს შორის მოვუყევი ჩქარ-ჩქარა…. მე იმ დროს გიჟი ვიყავი (მგონი, არც ახლა ვარ დალაგებული), ახალი მისული და შეშლილი ვიყავი სასახლის პრობლემებით. მაშინ მეგონა, არაფერი ეშველებოდა ამ საქმეს… მალე გახდა თბილისის მერი… ისევ მშვიდად და ჩუმად მოდის ხოლმე… მერე ირკვევა, რომ ყველაფერი იცის დეტალებში… ყველა კარგ საქმეში გიდგას მხარში! მოკლედ, ახალგაზრდა კაცია, თბილისის მერია, კარგი ქმარი და მამაა, მაგარი ფეხბურთელია… ბიჭები ამბობენ – კარგი მეგობარიაო… მოკლედ… მე ერთი რამე ვიცი, რომ სასახლისთვის ყველაზე მაგარი ეტაპი დაიწყო მისი მერობის დროს! გაძლება, ჯანმრთელობა და წარმატება ეგეთ საამაყო ადამიანს!!!“ – წერსრუხაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...