საპარლამენტო ოპოზიციისთვის მესამე სექტორის რადიკალურმა ნაწილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ და საკუთარ ქვეყანას ზიანს მიზანმიმართულად აყენებენ.
„ერთადერთი, რასაც ეს ორგანიზაციები მიაღწევენ არის ის, რომ საბოლოოდ ჩამოიხსნეს ფარდა და საბოლოოდ დარეგისტრირდნენ როგორც არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გულშემატკივრები, არამედ უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც რეგისტრირებულებიც კი უცხოეთში არიან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.