მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი
მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა, რომ ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურებთ. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს ვაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტური და ძლიერი ერთიანი გუნრი. პირველ რიგში გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, სასამართლოში გავასაჩივრეთ რეგულატორის გამოტანილი 11 წლის წინანდელი ყველა გადაწყვეტილება და ველოდებით მართლმსაჯულებას.მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში, ვეძებოთ ეროვნულ ბანკთან ერთად ამ სიტუაციიდან გამოსავალი, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე” – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას ითხოვს.
ცნობისთვის, TBC ბანკმა სების ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
სებ-ის განცხადების შემდეგ საპასუხი განცხადება გაავრცელა TBC ბანკმაც, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას. ხოლო TBC ბანკის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას!
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...