კვლევა: ქალის ტვინი კაცისაზე 3 წლით ახალგაზრდაა
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგები ქალისა და კაცის საოცარ განსხვავებულობაზე საუბრობენ. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Die Presse-ი წერს.
„ქალის ტიპური ტვინი მთელი ზრდასრულობის განმავლობაში ყოველთვის კაცისაზე ახალგაზრდაა“, – წერენ მანუ გოიალას ჯგუფის მეცნიერები ჟურნალში PNAS-ი.
ამ კვლევისთვის მეცნიერებმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შექმნეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება, რომ ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმის შესახებ მონაცემებით, რაც წლების განმავლობაში იცვლება, დადგინდეს ადამიანის ასაკი.
ალგორითმი, როდესაც ის ქალის ტვინს შეისწავლიდა, ყოველთვის შედეგად 3,8 წლით ნაკლებ ასაკს წერდა, ვიდრე ის სინამდვილეში იყო, იმ დროს, როცა კაცებს, პირიქით, უმატებდა 2,4 წელს.
მკვლევარების აზრით, ამით შესაძლებელია ერთი ასაკის ქალისა და კაცის კოგნიტური სხვაობაც
იმის ასახსნელად, თუ რატომ ბერდება ქალის ტვინი უფრო ნელა, მეცნიერები შემდეგ მიზეზზე საუბრობენ:სექსუალური სიმწიფის დროს კაცებს მნიშვნელოვნად ეცვლებათ სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში. ეს კი ნიშნავს, რომ ქალები ზრდასრულ ცხოვრებას ტვინის უფრო „ახალგაზრდა მეტაბოლიზმით“ იწყებენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის...
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო სვანეთში. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის...
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...