ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთავარ ოფისს იცვლის. ამის შესახებ გაერთიანება სოციალურ ქსელში დაწერა. გადასვლის წინ, „გირჩი“ აუქციონს გამართავს, რომელზეც სხვადასხვა ნივთებს გაყიდიან, მათ შორის გაერთიანების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობას.
„კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად:
ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, – წერს „გირჩი“.
პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი. მან ჩათვალა, რომ განაცხადი გაუუქმეს და სახელი არ შეუცვალეს, თუმცა იანვარში გაირკვა, რომ ჯაფარიძეს პირადობის მოწმობაში სახელი შეუცვალეს და ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...