ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს – შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ზიგზაგის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ქალი მცირეწლოვან გოგონას ხშირად სასტიკად უწორდებოდა. მათი თქმით, 4 წლის ბავშვი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.
საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებული ქალის ქმარი, არკადი ზალაშვილი. მისი მტკიცებით, გოგონა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეზობლები კი ძალადობის შესახებ გამოგონილ ინფორმაციას ავრცელებენ.
დაღუპული ბავშვის მამინაცვალი ირწმუნება, რომ ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის წინააღმდეგ, არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული. მისი თქმით, ის რომ გოგონა მათთან ცხოვრობდა, პოლიცია ინფორმირებული იყო.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი დედასთან საცხოვრებლად აგვისტოში გადმოიყვანეს.
ლელა ქსოვრელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინვე გადაიყვანეს. ახალგაზრდ ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაკავებულის ოჯახის წევრები მკვლელობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბავშვი დაზიანებებს ბანაობის დროს იღებდა.
„ბავშვი მძიმედ სუნთქავდა ღამე, დედას რადგან არ ჰქონდა საშუალება ბავშვს წამლები დაალევინა, მაგრამ ექიმისთვის არ მიუმართავს, თვითონ შეიძინა წამლები. ძალადობის კვალი რა, ბავშვს ბანდა-ტიროდა… ერთხელ გამოიძახეს მეზობლებმა პოლიცია იმიტომ, რომ ბავშვს ბანდა და ბავშვი წიოდა და კიოდა. ეგეთ ბავშვებს, აუტიზმით დაავადებულებს მოზღვავებული ენერგია აქვთ.
ძალადობა არ ყოფილა, ბავშვი დაბანის დროს იღებდა დაზიანებებს. სახლში იმიტომ მოიყვანა, რომ შვილთან ყოფნა უნდოდა. მაშინ რომ ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, ეს მაშინდელი ლაქებია, არ სცემდა. სტამბას უნდა ამ ადგილის ხელში ჩაგდება და ყველა სიტყვას ისე აშუქებს, რომ მათ წისქვილზე უნდა წყლის დასხმა,“- ამბობს დაკავებული ლელა ქსოვრელის ახლობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი ქსოვრელზე 6 იანვარს არის გაცემული,
უწყებამ იმ პირების სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ევალებოდათ, გაეკოტროლებინათ, რამდენად ხდებოდა მცირეწლოვანზე ძალადობა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...