ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

სიყვარულის ამბავი, რომელმაც სამყარო აალაპარაკა: სოფი ლორენი და კარლო პონტი

სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.

მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: “გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!” მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: “ბიჭი დელფინზე” და “სიამაყე და ვნება”, სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

 

 

პირადი ცხოვრება

შეიძლება ითქვას, რომ სოფი სამსახიობო კარიერას დედას, რომილდას უნდა უმადლოდეს. დედამისმა თავის დროზე ხელიდან გაუშვა შანსი, ჰოლივუდში გადაეღოთ და სურდა, რომ მისი ოცნება ქალიშვილს ახდენოდა. სწორედ რომილდამ მიიყვანა გოგონა სილამაზის კონკურსზე, სადაც სოფიმ მოიგო პრიზი – ნეაპოლიტანურ სკოლაში სამსახიობო დაოსტატების კურსები და ორი ბილეთი რომში. სწორედ რომილდა სთხოვდა სოფის, წასულიყო კინოსინჯებზე იტალიის დედაქალაქში და ამით ორი კურდღელი დაეჭირა – მიეღო როლი და ეშოვა ფული, რომელიც გადარჩენისთვის ასე ძალიან სჭირდებოდა ოჯახს.

 

რომილდა დაჟინებით უნერგავდა სოფის მამაკაცების მიმართ სიძულვილს. გოგონას მამამ რომილდა ჯერ კიდევ ორსულობის დროს მიატოვა, თუმცა სინდისის ქენჯნის გამო ქალიშვილს თავისი გვარი – შიკოლონე მისცა.

 

 

ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფიამ კეთილგონიერება გამოიჩინა და არ კიცხავდა დედას, რადგან ესმოდა, რომ ქალი დანგრეული ცხოვრების გამო იყო სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. დიდი ხნის განმავლობაში სოფი თანაკლასელებისგან იტანდა დამცირებასა და დაცინვას იმის გამო, რომ მამამ მიატოვა. მაგრამ მან მამას აპატია, თუმცა გულში დარჩა ზრუნვისა და სიყვარულის უკმარისობა, რომელიც შემდეგ ქმართან იპოვა.

 

თავდაპირველად სთავაზობდნენ მონაწილეობას რეკლამებსა და მსუბუქ ეროტიკაში. უფულობის გამო სოფი იძულებული იყო, მსგავს ფილმებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რომილდა კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. მოგვიანებით პროდიუსერმა კარლო პონტიმ ყველა ფირი შეისყიდა „სამარცხვინო წარსულით” და სოფი თავის პროფესიონალური მეურვეობის ქვეშ მიიღო. 16 წლის ლამაზმანისა და 38 წლის შემდგარი მამაკაცის შეხვედრამ ორივეს ცხოვრება გადაატრიალა.

 

“ერთმანეთს რომში, სილამაზის კონკურსზე შევხვდით. 16 წლის ვიყავი. ის კი ჟიურიში იჯდა. მომიახლოვდა, მეგობართან ერთად ვიყავი და მითხრა, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიწვევდა. მართლაც მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავედი. თავიდან ვმეგობრობდით. 19 წლის რომ გავხდი ყველაფერი შეიცვალა. ერთმანეთი მართლა შეგვიყვარდა…” – იხსენებდა მსახიობი.

მაშინ კარლო პონტი დაქორწინებული იყო და 2 შვილი ჰყავდა. 1954 წელს ის და სოფი ლორენი ფილმის “ქალი მდინარესთან” გადასაღებ მოედანზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

ფილმის “სიამაყე და ვნება” გადასაღებ მოედანზე სოფი ლორენი კოლეგას, კერი გრანტს დაუახლოვდა. მაშინ მსახიობი 22 წლის იყო. “კერის ჩემზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ კარლოს მიტოვება მომიწევდა. საშინლად მეშინოდა მისი რეაქციის, იტალიიდან რომ წავსულიყავი.” – გაიხსენა ლორენმა.

 

წყვილი 1957 წელს მექსიკაში ფარულად დაქორწინდა. თუმცა, მათმა პირველმა ქორწინებამ 5 წელს გასტანა. კარლო პონტი ორჯერ დაქორწინებაში დაადანაშაულეს, რაც იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ისჯებოდა. ამიტომაც, სოფი ლორენი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ მამაკაცი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ პირველ მეუღლესთან იყო.

პირველ მეუღლესთან განქორწინებას უამრავი დრო და პროცედურა დასჭირდა. პროცესი საბოლოოდ 1965 წელს დასრულდა.

“ერთადერთი, რასაც ცოტა ვნანობ, არის ის, რომ თეთრი კაბა ვერასოდეს მოვირგე. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომელიც დღემდე ცხოვრობს ჩემში.” – აღიარა ლორენმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი – სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

მეწყრული პროცესების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რეალობა კი – სხვაა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე ირანის თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.

ბოლო სიახლეები