8 მარტიდან სკოლებში 1-კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები იწყება

Read Time:42 Second

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება. ამის შესახებ 1tv წერს.

განათლების სამინისტრომ „საზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა. კალენდრის მიხედვით, წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება.

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერი – 15 იანვარი
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს ის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.

ამასთან დადგენილია, რომ თუ აღნიშნული თარიღები უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი – 3000 ლარით დაჯარიმდება
Next post ცნობილია ადგილები, სადაც მაისიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება