61,9% “ქართული ოცნება” , 14,9% “ნაციონალურ მოძრაობა”- Survation-ის კველვა კასპი-გორის მაჟორიტარულ ოლქში

Read Time:1 Minute, 6 Second

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის survation-ის მიერ დასმულ შეკითხვას, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში – 72% აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია, 8% ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50-50 – 14%, 6% კი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.

კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

გიორგი ხოჯევანიშვილი “ქართული ოცნება” – 66,9%.

ბადრი ბასიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -15,7%.

ლევან თარხნიშვილი “ევროპული საქართველო” – 7,4%.

პაპუნა კობერიძე “ლელო” – 5,6%.

კობა მაზანაშვილი “პატრიოტთა ალიანსი” -3,8%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 0,6%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – 61,9% აცხადებს, რომ ხმას “ქართული ოცნებას” მისცემდა, 14,9% “ერთიან” ნაციონალურ მოძრაობას”, 5,7% – “ევროპულ საქართველოს”, – 5,7% გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს,  4,3% “ლეიბორისტულ პარტიას”, 2,7% – “პატრიოტთა ალიანსს”, 1,8% – “ლელოს”, 1,7% – “ერთიან საქართველოს”, 0,8% – “გირჩს”, თავისუფალ დემოკრატებს კი – 0,5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება” 65,9%, “ნაციონალურ მოძრაობა” 19,4% – Survation -ის კვლევა ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში
Next post გოგი მეშველიანი 50,7% – კახა ოქრიაშვილი 44,1% – Survation-ის კვლევა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში