გოგი მეშველიანი 50,7% – კახა ოქრიაშვილი 44,1% – Survation-ის კვლევა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში

Read Time:1 Minute, 4 Second

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში 1828 რესპონდენტია გამოიკითხული.

პირველი რეგიონი, სადაც ამ დროისთვის პოლიტიკური დაპირისპირებების ყველაზე მაღალი ტემპერატურაა – ქვემო ქართლია: ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქი.

შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას – კვლავ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში პასწუხები ასეთია:

გოგი მეშველიანი “ქართული ოცნება” – 50,7%.

კახა ოქრიაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 44,1%.

გიორგი ჭელიძე (ლელო) – 4,3%.

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 0,9%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – აღნიშნულ შეკითხვაზე 67% ამბობს, რომ ხმას “ქართული ოცნებას” მისცემდა.

23,3% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, 4,3% – “ერთიან საქართველოს”, 2,5% – “პატრიოტთა ალიანსს”, 1,3% – “ლელოს”, 0,8% – “ევროპული საქართველოს”, “თავისუფალ დემოკრატებს” კი, – 0,8%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? – 71% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

ალბათ მივიღებ მონაწილეობას – ამას გამოკითხულთა – 18% ამბობს.

50/50-ზე -7%. არ მივიღებ მონაწილეობას – ამას კი გამოკითხულთა – 4% აცხადებს.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 61,9% “ქართული ოცნება” , 14,9% “ნაციონალურ მოძრაობა”- Survation-ის კველვა კასპი-გორის მაჟორიტარულ ოლქში
Next post 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნება“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს