6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, მძიმეა

Read Time:33 Second

ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ადგილობრივი დაზიანებები აღენიშნება, რომელთა სიმძიმის ხარისხი რამდენიმე დღეში დადგინდება.

შემთხვევა ფოთში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.

„კივილი დაიწყო სიმწრისგან. გაუსივდა ენა, ტუჩები. პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ბავშვი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაპონიაში ყვავმა საკრედიტო ბარათი მოიპარა
Next post ძილინებისა