6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი,ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა

Read Time:28 Second

ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა. ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ზუგდიდის ყველაზე მხცოვანი ქალი მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა. ვენერა გაწერელია ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა. ზუგდიდის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს. იუბილარმა ეს თანხა უკვე მიიღო.

მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს დაბადების დღე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს.

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა “დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად.“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორსულებისთვის ვაუჩერით გათვალისწინებული ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა
Next post დონალდ ტუსკი – არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო