დონალდ ტუსკი – არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო

Read Time:38 Second

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება ცხინვალში, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მარგველაშვილთან შეხვედრაზე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ბოლომდე საქართველოს ერთგული რჩება როგორც კონფლიქტის გადაჭრის, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.

„შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ევროკავშირი ბოლომდე რჩება საქართველოს ერთგული, როგორც კონფლიქტის გადაჭრის მხარდაჭერაში, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეწუხებული ვართ მცოცავი ანექსიის მცდელობებით საქართველოს ორ მოწყვეტილ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი შეფასებით, ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი,ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა
Next post იუსტიციის სახლთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს