ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„გთხოვთ, გავერთიანდეთ სოფიასთვის ისე, როგორც ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე რთულ დროს ვიცით ხოლმე.  ჩემი ახლობელი ოჯახი აღმოჩნდა ამ უმძიმესი განსაცდელის წინაშე და ახლა 5 წლის სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.

5 წლის სოფია უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. აუცილებლად, უკვე მომავალ კვირას, თურქეთში უნდა გავუშვათ სამკურნალოდ.

უკვე 8 თვეა, ეს პატარა, ანგელოზი გოგონა ნეირობლასტომას ებრძვის – ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, აგრესიულ და ავთვისებიან ონკოლოგიურ დაავადებას.

ამ ხნის განმავლობაში სოფიამ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსები, უმძიმესი ოპერაცია და სხივური თერაპია. მან წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა და ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არის.

თუმცა, მკურნალობის გასაგრძელებლად ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.

სოფიამ მკურნალობა სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს. დრო ძალიან ცოტაა და ამ ეტაპზე მკურნალობის შუა გზაში შეჩერება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო მისი რაც შეიძლება მალე გამგზავრება და იმუნოთერაპიის დაწყება.

მკურნალობისთვის საჭიროა 237 500 დოლარი.

ამ ეტაპამდე ოჯახმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი შესაძლებლობებით. დღეს მათი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ნებისმიერ თანხას სოფიასთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეიძლება, ვიღაცისთვის 5, 10 ან 20 ლარი იყოს, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარა გოგონასთვის ეს თანხა სიცოცხლის შანსად ვაქციოთ.

დავირაზმოთ ყველა სოფიასთვის!

გთხოვთ, არ ჩავუაროთ გულგრილად — გააზიარეთ ეს პოსტი და მივაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
მე ადამიანების იმედი მაქვს.

არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ერთად შეუძლებელსაც ვაკეთებთ“, – წერს სოციალურ ქსელში თათა ცინცაძე.

TBC BANK

#GE97TB7188345064300131

ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )

BOG

#GE81BG0000000613358579

ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )

Revolut

Tea Tchanturidze (Aunt)

IBAN

FR76 2823 3000 0179 5729 5249 404

https://revolut.me/tchanturidze

PayPal

https://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ.ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული.Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ ვინმე გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ წააქეზა. არც ერთი. Ნული.არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნიამ ვინმეს თავდასხმა დაავალა, რომ ნია იმნაძემ ვინმეს გიგა ავალიანის ცემა ან მისთვის ზიანის მიყენება სთხოვა.არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ნიამ წინასწარ იცოდა, რომ გიგა ავალიანთან ვინმე დაპირისპირებას აპირებდა.სამაგიეროდ, არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნია იმნაძეს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ მისი შეყვარებული გიგასთან ასვლას აპირებდა. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის პირადი შურისძიება, როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს მისი ტკივილი, საზოგადოებრივი ზეწოლის საშუალებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებად გადაიქცეს? თუ შეიძლება — მაშინ პრობლემა ნია აღარ არის.პრობლემა ჩვენ ვართ. პრობლემა ის სახელმწიფოა, სადაც ყველაზე ხმამაღალი ხმა მტკიცებულებაზე ძლიერი ხდება.პრობლემა ის სასამართლოა, რომელსაც საზოგადოების დასამშვიდებლად ადამიანის მსხვერპლად შეწირვა შეუძლია.და პრობლემა ის საზოგადოებაა, რომელიც ამას უყურებს და ამბობს: „მე არ მეხება.“ გეხებათ. ყველას გვეხება.უდანაშაულობის პრეზუმფცია სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც მთელი ქვეყანა ადამიანის წინააღმდეგ არის განწყობილი. სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ქუჩა განაჩენს ითხოვს.მტკიცებულება სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ემოცია გვარწმუნებს, რომ მტკიცებულების გარეშეც ყველაფერი ვიცით. დღეს ეკრანზე ნიას სახეა.ხვალ შეიძლება თქვენი შვილის ფოტო იყოს. თუ დღეს დავუშვებთ, რომ 16 წლის ბავშვი მტკიცებულების გარეშე შეეწიროს პირად შურისძიებას და საზოგადოებრივ რისხვას, ხვალ ვეღარ მოვითხოვთ სამართლის იმავე პრინციპების დაცვას საკუთარი შვილებისთვის.კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ჩვენ არავის ვთხოვთ, ნიას უდანაშაულობა ბრმად დაიჯეროს.საერთოდ არაფრის ბრმად დაჯერებას არ გთხოვთ. ნუ დაუჯერებთ ბრმად ნიას ოჯახს. ნუ დაუჯერებთ ბრმად ეკა კუპატაძეს. ნუ დაუჯერებთ ბრმად პროკურატურას. მოითხოვეთ მტკიცებულება. დაუჯერეთ საკუთარ თვალებს. საკუთარ თავს. ეს არის ყველაფერი, რასაც ვითხოვთ. გიგა ავალიანის დედისა და ოჯახის ტკივილი ერთი წამითაც არავის ნიას ოჯახიდან არ დაუკნინებია. შვილის დაკარგვა წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ტკივილი ადამიანს აძლევს გლოვის უფლებას. აძლევს პასუხების მოთხოვნის უფლებას. აძლევს სამართლიანობის მოთხოვნის უფლებას — და ასეც უნდა იყოს. მაგრამ არ აძლევს უფლებას თავად განსაზღვროს, ვინ უნდა დაისაჯოს. თუ სახელმწიფო ამ ზღვარს წაშლის და პირად შურისძიებას სასამართლოს ძალას მისცემს, ეს უკვე მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია აღარ იქნება. ეს იქნება სამართლის დამარცხება. და თუ, მიუხედავად იმისა, რომ ნიას წინააღმდეგ წაქეზების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, სახელმწიფო მაინც გადაწყვეტს 16 წლის ბავშვის დასჯას, ყველამ წინასწარ იცოდეს ერთი რამ: მისი ოჯახი ამას არასოდეს შეეგუება. ჩვენ არ გავჩუმდებით.ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქ, სადაც ერთი სასამართლო პროცესი დასრულდება. გამოვიყენებთ ყველა კანონიერ შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.მივმართავთ ყველა შესაბამის სასამართლო ინსტანციას, ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს დაცვა ევალება.ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება, ყველა პროცედურული გადაწყვეტილება და ყველა შესაძლო დარღვევა იქნება შესწავლილი და წარდგენილი საერთაშორისო დონეზეც" - ნათქვამია განცხადებაში

ხვალიდან ამინდი უარესდება

საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.„ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რომის პაპი – უკრაინელი ხალხი წლებია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს – იმედი მაქვს, მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს

ჩემი გული გაერთიანებულია უკრაინელი ხალხის ტანჯვასთან, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს, - ამის შესახებ რომის პაპი ლეო XIVწერს.რომის პაპი დიალოგის მოწოდებით გამოდის.„კიდევ ერთხელ გამოვდივარ მოწოდებით, დასრულდეს ძალადობა, შეჩერდეს ნგრევა და გაიხსნას გულები დიალოგისა და მშვიდობისთვის! იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს და გზას გაუხსნის დიპლომატიას. მოდით, ერთად ვილოცოთ უფლისადმი, რათა მთელ მსოფლიოში ყველა კონფლიქტში თანხმობამ გაიმარჯვოს“, - აცხადებს რომის პაპი.

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის შეფასებით, ერთადერთი რაც მიმდინარე გამოძიების შედეგად გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს არის ის, რომ “ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა.”“ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა,”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.მათივე ცნობით, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს.„უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ჩვენ ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის პენსიაზე გასვლის შემდეგაც ემახსოვრება.„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, დღეს აქ მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით ამ შეხვედრას. ჩვენ ჯარედ კუშნერთან, კირილ დმიტრიევთან ერთად ვსხედვართ, შემდეგ იური უშაკოვი შემოგვიერთდა და ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვექნება პენსიაზე გასვლისას ეს შესანიშნავი ისტორიები და მოგონებები. ჩვენი საუბრები თქვენთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება“, – განაცხადა უიტკოფმა.ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საზღვაო ქვეით რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს.„გილმანის ოჯახი წარმოუდგენლად მადლიერია თქვენი დახმარებისა და მისი სამშობლოში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ბოლო სიახლეები