42 000 ფერმერს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2012-2019 წლების დავალიანება სრულად ჩამოეწერა

Read Time:33 Second

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 33 325 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ – ფარგლებში, მომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერა 42 000 ფერმერს. 2012-2019 წლებში წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერა ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც ისარგებლა შპს „საქართველოს მელიორაციის“ შემდეგი სერვისებით: ირიგაცია, დრენაჟი, მობილური ტუმბოაგრეგატებით წყლის მიწოდება, სატბორე მეურნეობების წყლით უზრუნველყოფა. აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც ვალდებულება წარმოეშვათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ წინაშე წყლის დატაცების შედეგად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან – აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატის აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას
Next post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ