SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა.
ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა.
ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს მოხდა. შესვენების დროს ორი ბავშვი – ოთხი წლის ბიჭი და რვა წლის გოგონა – წყალში ჩავარდა.
სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა. ორი ზრდასრული მამაკაცი მათ დასახმარებლად გაიქცა.
გოგონა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ მეორე ბავშვის გადარჩენა უკვე გვიან იყო. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი, ვინც მათ დასახმარებლად გაიქცა, მოგვიანებით იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი დღეს იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი ერთი წლის ასაკიდან ყოველ ზაფხულს მშობლებთან ერთად მდინარე ირკუტზე ჯომარდობდა. ის ძლიერი მოცურავე იყო და წყლის არ ეშინოდა. ამჯერად მამამისს ოჯახთან ერთად ყოფნა არ შეეძლო, ამიტომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად მარტო იმყოფებოდა მოგზაურობაში. – ამის შესახებ SHOT იტყობინება.
Telegram არხის ცნობით, ნიკოლაი ბაიროვი და ალექსეი კოროტკოვი ცდილობდნენ ბიჭის გადარჩენას, როდესაც ის ჯომარდობის დროს დინებამ წაიღო. ორივე მაშველი გარდაიცვალა.

