პარასკევი, მაისი 22, 2026

4 თებერვალს ოპერის თეატრის წინ ქართველი ტენორის თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

4 თებერვალს, თბილისის ოპერის თეატრში ქართველი ტენორის,თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი, ოპერის თეატრის სოლისტები: სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი; სტაჟიორი გიორგი ჭელიძე; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

საღამოს კი თეატრის წინ თეიმურაზ გუგუშვილის სახელობის ვარკვლავი გაიხსნება.

სხვადასხვა წლებში თეიმურაზ გუგუშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდებებით.

მომღერალის რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ შვედეთში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად ალიანსის ზოგიერთი ქვეყანას აშშ-ს ძალიან ეხმარება.„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას – მაშინ რატომ ხართ ნატო-ში? ეს ძალიან სამართლიანი კითხვაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს იმის ცოდნა, რომ შეერთებული შტატები, და კერძოდ, პრეზიდენტი, ამჟამად ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს წევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია, ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ...

მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: „სასიამოვნო ნამვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“.„არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.

მარიამ ქვრივიშვილი – ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ტურისტული ნაკადების ზრდა საკმაოდ საგულისხმოა.„აზერბაიჯანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეს, როდესაც მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით ხდებოდა ორი დედაქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში უკვე პირდაპირ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან”, – განაცხადა მინისტრმა.

გიგა ოჩხიკიძე პარა მძლეოსნობაში ნოტვილის გრან პრის გათამაშების გამარჯვებულია

გიგა ოჩხიკიძე პარა მძლეოსნობაში ნოტვილის გრან პრის გათამაშების გამარჯვებულიაპარა მძლეოსნობაში შვეიცარიაში მიმდინარე ტურნირზე გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში 7.41სმ.შედეგით პირველ ადგილზე გავიდაჩვენი ჩემპიონი ტრამვის შემდეგ მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნდა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ვულოცავთ გიგას გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთქართველი პარა მძლეოსანი შვეიცარიაში მიმდინარე ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდადჭერით იმყოფება.

ბოლო სიახლეები