$3,3 მილიარდიანი ქონების მეპატრონემ მაღაზიიდან საყურის მოპარვა სცადა

Read Time:37 Second

მილიარდერთა ოჯახის წევრი რენე როკფელერი მექსიკის კურორტ პუნტა-დე-მიტაზე მაღაზიიდან საყურის მოპარვას შეეცადა. ინფორმაციას Daily mail- ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. რენე როკფელერმა მაღაზიაში 500 დოლარად კაბა იყიდა, გამოსვლისას კი ვიტრინაში განთავსებული საყურის მოპარვას შეეცადა.

როგორც უცხოური მედია წერს, ის მაღაზიის დაცვამ შეაჩერა. თავიდან რენე როკფელერი ქურდობას უარყოფდა, თუმცა მას შემდეგ რაც ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, მან საყურე დააბრუნა და ბოდიში მოიხადა.

მაღაზიას პოლიცია არ გამოუძახებია, თუმცა ამ ამბავს მაინც დიდი სკანდალი მოჰყვა. მასთან ერთად მაღაზიაში იყვნენ დიზაინერი ტორი ბარჩი და ბიზნესმენი ჯემი ტიში.

დევიდ როკფელერი (David Rockefeller) 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა. ამერიკელი ბანკირი და ფილანტროპი, ნავთობის მაგნატის,”სტანდარტ ოილის” (Standard Oil) დამფუძნებლის, ჯონ დ. როკფელერის შვილიშვილი იყო.

Fordes- ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება $3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევში მარშს მართავენ
Next post ინდონეზიაში ქორწილამდე სექსი და ჰომოსექსუალობა შეიძლება პატიმრობით დაისაჯოს