შაბათი, ნოემბერი 22, 2025

 $3,3 მილიარდიანი ქონების მეპატრონემ მაღაზიიდან საყურის მოპარვა სცადა

მილიარდერთა ოჯახის წევრი რენე როკფელერი მექსიკის კურორტ პუნტა-დე-მიტაზე მაღაზიიდან საყურის მოპარვას შეეცადა. ინფორმაციას Daily mail- ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. რენე როკფელერმა მაღაზიაში 500 დოლარად კაბა იყიდა, გამოსვლისას კი ვიტრინაში განთავსებული საყურის მოპარვას შეეცადა.

როგორც უცხოური მედია წერს, ის მაღაზიის დაცვამ შეაჩერა. თავიდან რენე როკფელერი ქურდობას უარყოფდა, თუმცა მას შემდეგ რაც ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, მან საყურე დააბრუნა და ბოდიში მოიხადა.

მაღაზიას პოლიცია არ გამოუძახებია, თუმცა ამ ამბავს მაინც დიდი სკანდალი მოჰყვა. მასთან ერთად მაღაზიაში იყვნენ დიზაინერი ტორი ბარჩი და ბიზნესმენი ჯემი ტიში.

დევიდ როკფელერი (David Rockefeller) 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა. ამერიკელი ბანკირი და ფილანტროპი, ნავთობის მაგნატის,”სტანდარტ ოილის” (Standard Oil) დამფუძნებლის, ჯონ დ. როკფელერის შვილიშვილი იყო.

Fordes- ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება $3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში მისული მრევლი წმინდა გიორგის, წმინდა ნაწილს იხილავს

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი წმინდა გიორგის, წმინდა ნაწილს იხილავს.  "საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა."საზოგადოება ივერიისას" ეს ინიციატივა ქართული საზოგადოების შემოწირულობებით განხორციელდა.

,,ჩემთან ეს ხდება მეოთხედ… ჯვარი უნდა დაეწერათ და გოგომ უარი თქვა…“ – ზურა შევარდნაძე ვიდეოს აქვეყნებს

,,გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პატარძალმა ჯვრისწერა ჩაშალა.მისი თქმით, მასთან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.,,დღეს უნდა დაეწერათ ჯვარი და ჩემთან უნდა მოსულიყვნენ ხელის მოსაწერად. ეს უკვე მეოთხედ ხდება ჩემთან. გოგომ, თინიკომ თქვა უარი... დილის მერე ვაწყობ, ვარიგებ ამ ყვავილებს, არ გათავდა. ძალიან გული მწყდება, ისეთი საყვარლები იყვნენ, იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან. ახლა არ გამოვიდა, მაგრამ მერე გამოვა...“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში. 

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ემიგრანტებზე წნეხი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.„ნიშანდობლივია, რომ საარჩევნო კოდექსის დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვთ. საჭიროება იყო ახალი კოდექსის, რადგან ტექსტი გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არ ისმის. ერთადერთი საკითხი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, წარმოადგინოს, გახლავთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა-არგახსნის საკითხი. ამისი არგუმენტები საკმაოდ ნათელია და ოპოზიციას საპირწონედ არაფერი აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ვატყობთ, რომ საქართველოს არჩევნებში ჩარევის დიდი ინტერესია. შარშან ვნახეთ ელჩებისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის უხეში ჩარევა საპარლამენტო არჩევნებში. მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან, როდესაც გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი, ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე ჩართული იყო გერმანიის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში. ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათლობის წესში ცვლილება შევიდა – ნახეთ, ყველა დეტალი

სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა.რამდენი ნათლიის არჩევის უფლება გვაქვს ახალი წესის თანახმად - საკითხი დღესაც განხილვის თემაა.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად,"რუსთავი 2" დეკანოზ საბა ჭიკაიძეს დაუკავშირდა.-  რა ცვლილებებია ნათლობის წესში? მიუხედავად იმისა, რომ სინოდის განჩინება 2023 წელს შევიდა ძალაში, დღესაც, ინტერესს იწვევს აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ყველაზე ხშირად კითხვა ისმის იმაზე, თუ რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?- სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან ძალიან გაუკუღმართებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, ძველი ტრადიციით კი, ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაქსიმუმ კი ორი.ნათლია ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მოსანათლის მაგივრად. ეს ინსტიტუტი დადგინდა ბავშვობის ნათლობასთან ერთად, იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ინათლებოდა, ეს ადამიანი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტიანობის მიღება ჰქვია. როდესაც პატარა ინათლება, იმის გამო, რომ ნათლობის მსახურება ითვალისწინებს აღქმების დადებას ღვთის წინაშე, რადგან პატარა ჯერ არ არის იმ ნაწილში, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს, გაჩნდა მირქმის ინსტიტუტი. მირქმა ძველი ქართული სიტყვაა და ჩახუტებას ნიშნავს, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა ბავშვი ნათლობის დროს, სწორედ ის აძლევდა ღმერთს მოსანათლის მაგივრად პირობას, რომ გაიზრდება ღირსეული ქრისტიანი, განეშორება ეშმაკისაგან და შეუდგება ქრისტეს - აღქმების არსი სწორედ ეს არის.ჩემს თაობაში, უმრავლესობას ერთი ნათლია ჰყავდა, მაქსიმუმ ორი. ამჯერადაც დაახლოებით იგივე წესზე გადავედით. როდესაც იყო ბევრი ნათლია, მერე უკვე პასუხიმგებლობა ერთმანეთზე გადაჰქონდათ ხოლმე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სინოდმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს და ყოფილიყო ერთი, ან მაქსიმუმ ორი ნათლია.- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, მაგალითად, ერთი ნათლიის შემთხვევაში რა ხდება, ვინ უნდა იყოს ის, ვგულისხმობ, გოგო თუ ბიჭი.- თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს იყოს ორი ნათლია, გადაწყვიტეს ყოფილიყო გოგო და ბიჭი, როგორც მაგალითად სიმბოლურად სულიერი მშობლები.- თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?- ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება - თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.- ზრდასრულების შემთხვევაში რა ხდება, მათ, ვისაც უკვე თავად შეუძლია ნათლიის არჩევა?- ზრდასრულ ადამიანს, წესით, უნდა ჰყავდეს ერთი ნათლია.- რა ასაკიდან უნდა მოინათლოს ადამიანი? ვიცით, რომ წესით, დაბადებიდან მე-40 დღეს ხდება მონათვლა, თუმცა არსებობს მანამდე და შემდეგ მონათვლის შემთხვებიც.- ბავშვის მონათვლა შეიძლება დაბადებისთანავე, უბრალოდ, მე-40 დღე დადგენილია იმის გამო, რომ 40 დღისთვის უკვე დასრულებული აქვს დედას თავისი განწმენდის წესი და მასაც შეუძლია დაესწროს ნათლობას და წაიკითხოს ლოცვა. ერთადერთი ამის გამო არის დადგენილი მე-40 დღე, თორემ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და პირადად მეც, მომინათლავს მაგალითად ახალდაბადებული, იქვე საავადმყოფოში, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონია. ასე, რომ არ არის აუცილებელი იყოს მე-40 დღე.- ზოგიერთი ვერ ახერხებს მე-40 დღეს მონათვლას და ნათლობა დიდი ხნის შემდეგ ხდება, ამ ფაქტზე რას გვეტყოდით? - ცუდია, ვინც ვერ ახერხებს 40 დღის შემდეგაც მონათვლას ერთადერთი თვალსაზრისით, ეკლესია რატომ ჩქარობს მონათვლას და საერთოდ, რატომ დადგინდა პატარა, ჩვილობის ასაკში მონათვლა? - რადგანაც იყო ჩვილობაში გარდაცვალების შემთხვევები, იმის გამო, რომ მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო, დაადგინა ეკლესიამ, რომ თავიდანვე მოხდეს მისი ნათლობა. ასევე, ნათლობა უდიდესი საიდუმლოა, ამ დროს ორი საიდუმლო არის ხოლმე - ნათლისღების და მირონცხების, სულ 7 საიდუმლოა ეკლესიის და აქედან ორი - ნათლისღება და მირონცხება ერთდროულად ტარდება.. ამ დროს, ძალიან დიდი მადლი გადმოდის ადამიანზე და მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც  ბავშვი ყოფილა ავად, კრიტიკულ მდგომარეობაში, მომინათლია და ის გამოჯანმრთელებულა.ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

ირაკლი კობახიძე – მითს არაბიზაციის თაობაზე საფუძველი არ აქვს – ასევე, სპეკულირებდნენ, რატომ არის კონტრაქტი გრიფის ქვეშ – იმავეს ითხოვდა ხაზარაძის კომპანიაც, იქნებ...

მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდასურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა პროექტის ეკონომიკური ეფექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი შეფასებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ეს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს.„ამ წლების განმავლობაში, საშუალოდ 15 000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებზე, ანუ ქართველები ყიდულობდნენ დაახლოებით 75 000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები - 15 000 ბინას. ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არ იწვევს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. თავისი ვარაუდი გამოთქვა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა, რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ, იგულისხმება რა, რომ როცა 60% უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ეს ნიშნავს, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად, დამატებითი წვლილი ეკონომიკაში. ამ კუთხით მან პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი გადმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ აქ საუბარია რაზე - მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16 000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7 000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7 000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75 000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად, ამის 10%-ია, წარმოიდგინეთ, როგორი თანაფარდობაა. ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეტს იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეტს, ბევრად მეტს 50%-ზე",- განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, „იგლ ჰილსის" პროექტი არის უპრეცედენტო მასშტაბის.„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის" პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.მისივე თქმით, სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ, თუმცა ეს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა”„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას - არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში", - განაცხადა პრემიერმა POSTV-ის ეთერში.

ბოლო სიახლეები