„3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია“ – მიხეილ სააკაშვილი

Read Time:38 Second

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას ეხმაურება.

მისი თქმით, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ნიჭიერ ადამიანებს შესაძლებლობებს უსპობს, ამიტომ საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა სწორედ კორუფციონერი მინისტრების მხილებით დაიწყო, უკრაინაში წასვლის შემდეგ კი, კორუფცია ოდესაში დაამარცხა.

„მივესალმები ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას.

პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და „ხელისუფლებას“ ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა და „შტადლერის“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა „შტადლერის“ მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობა განიხილეს
Next post გია გაბრიჭიძე: ხელისუფლება მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს პოზიციით, საქმით და რაც მთავარია იმ დიპლომატიური მოთხოვნებით, რითაც ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ