ირაკლი ღარიბაშვილმა და „შტადლერის“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა „შტადლერის“ მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობა განიხილეს

Read Time:47 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „შტადლერს“ შორის თანამშრომლობას. განიხილეს მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს. აღინიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ამ მიმართულებით ქვეყნაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მათიას სტოჰი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე ეპისკოპოს დიმიტრიზე: 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში
Next post „3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია“ – მიხეილ სააკაშვილი