3 მარტი დედის დღეა! – ყველაზე გულწრფელი, სათუთი და ყველაზე წმინდა!

Read Time:1 Minute, 30 Second

„ია-ია დაგიკრიფე,

ლურჯთვალა და კოპწია.

დედის დღე და გაზაფხული

ერთად მომილოცია.”

ნუნუ კერესელიძის ეს საბავშვო ლექსი ალბათ ყველაზე უკეთ გადმოსცემს  და გამოხატავს საქართველოში დედისა და მისი დღის აღნიშვნისადმი ჩვენს ისტორიულ დამოკიდებულებასა და ერთგვარ ეთნოფსიქოლოგიას, შესაძლოა შემთხვევითაც და როზა ლუქსემბურგის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ფაქტია საქართველო ამ დღეს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცხლის განახლების  პერიოდის –  გაზაფხულის მესამე, გარკვეულწილად სიმბოლურ დღეს აღნიშნავს, ულოცავს და უძღვნის  ყველას და უპირველესად საქართველოში მაცხოვრებელ და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველ დედებს .

დედის დღე საქართველოში ქვეყნის  პირველივე პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასინიციატივით და მონდომებით 1991 წლიდან დაწესდა.  მას  საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.

„დედის დღის” აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.

თანამედროვე ეპოქაში დედის დღის აღნიშვნის დაწესება და საერთო ზეიმად ქცევა ერთ-ერთი ვერსიით მეყვავილეებს ეკუთვნით და მას კომერციული საფუძველი ედო. თუმცა ისტორიული რეალობაა რომ დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ, 1914-ში აშშ-ში დედის დღე პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინიციატივით ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო… 1991 წლიდან კი უკვე საქართველოშიც აღნიშნება.

,,დედის დღე” საბერძნეთში მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ამავე დროს აღნიშნავენ დედის დღეს  ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მათ შორის – აშშ, გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, იტალია, ფინეთი, შვეიცარია, ისლანდია, ჰოლანდია, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, კუბა, იაპონია, თურქეთი და ა. შ.  თუმცა მაისის მეორე კვირა დღეს დედის დღის აღნიშვნა მსოფლიოში საერთაშორისო დღედ აღიარებული არ არის და ის სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ტრადიციების მიხედვით აღინიშნება, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ეს მარხვის პერიოდს უკავშირდება და ძირითადად მარტში აღინიშნება, ხოლო მაგალითად პოლონელები ამ დღეს 26 მაისს ზეიმობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ახლა ის დროა, როცა ყველა ჩვენგანმა სახლში, სამსახურში, სამეზობლოში, ეზოში, უბანში საქართველოს გადარჩენის შტაბები გავხსნათ
Next post დედაღვთისმშობელი ფარავდეს ყველა დედას და სრულიად საქართველოს!