“ჩვენი ქვეყნის ნომერი პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების შესახებ.
“ჩვენ შეიძლება საფრთხეებზე ღიად ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვეყანა საერთო ჯამში გაატარებს.
რაც შეეხება საფრთხეებს, ყველას მოგვეხსენება, რომ ნომერი პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. თემების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს უსმენენ.
დეპუტატებს აინტერესებთ, რას გეგმავს დაზვერვის სამსახური რუსული აგრესიის წინააღმდეგ. კანონმდებლებთან საუბარი შეეხება ასევე დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და საიდუმლო ინფორმაციასაც.