ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

28 წლის ბიჭი სცემეს, დააბეს და ხელით გაგუდეს – მკვლელობის საქმეზე ძმები დააკავეს

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გამოძიების ვერსიით, ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებ – გუჯა და ემზარ მედოშვილებს შორის, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ ღვინიაშვილს და ძმებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ.

დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის ემზარ მედოშვილი ცხელ კვალზე დააკავა; მის ძმას – გუჯა მედოშვილს კი ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარუდგინეს.

ზღუდერში, მედოშვილების საცხოვრებელ სახლს ახლა პოლიცია იცავს. ოჯახმა სოფელი დატოვა. კომენტარს არ აკეთებს მედოშვილების ადვოკატიც. ბრალდებულებს 28 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის შს მინისტრი – ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა – საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული...

ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო , - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში განაცხადა.სენატში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განიხილებოდა ფრანგმა მინისტრმა ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც გარე ჩარევას უკავშირდება და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.მანამდე, ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ სასამართლო პროცედურას, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა , რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფუნდამენტურ ინტერესებს.მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქვეყანის საზღვრებში, არამედ ციფრულ სამყაროშიც ირკვევა.“დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება”, - განაცხადა ნუნიესმა.მისივე თქმით, „ევროპული დემოკრატიები უკვე რამდენიმე წელია ჩარევის სტრატეგიების წინაშე დგანან, რომელთა მიზანია დემოკრატიული პროცესების ცვლილება და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება”.მან ამ კონტექსტში საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრისას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ახსენა.„ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა ნუნიესმა.ამასთან, საკუთარ გამოსვლაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც დემოკრატიების შესუსტებას ცდილობს, მხოლოდ არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა საჭირო არ არის, ისიც საკმარისია, ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა.„მათთვის, ვინც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, საჭირო არაა არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან მისი შედეგების შეცვლა. საკმარისია ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა. შედეგად, ეჭვი პოლიტიკური იარაღი ხდება და მოქალაქეების ინსტიტუტებისადმი ნდომა ამის პირველი მსხვერპლია”, - განაცხადა მან.

“კივილი და პანიკა ატეხა… ხელებს მაგიდაზე ურტყამდა” – რატომ უჩივის სასამართლოში ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილ მინისტრს

მოუწევს თუ არა თიკა რუხაძეს სასამართლოში თავის მართლება - ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი კულტურის ყოფილ მინისტრს უჩივის.ფრიდონ სულაბერიძის სახელით დღეს მისი შვილი საუბრობს, რომელიც ითხოვს სასამართლოს იმ სარჩელის განხილვას, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დარეგისტრიდა.სულაბერიძები რუხაძეს ანსამბლ რუსთავის შიდა საქმეებში ჩარევასა და  მოცეკვავეების უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.სულაბერიძის ვაჟის მონაყოლით ირკვევა, რომ კულტურის ექს მინისტრის კაბინეტში ხმაურიანი გარჩევაც შედგა.მამაჩემს, მთავარ ქორეოგრაფს, არაფრის საქმის კურსში არ აყენებდა. დადგა მომენტი, როდესაც დაიბარა თინათინ რუხაძემ მამაჩემი კულტურის სამინისტროში, იქ გაიმართა საუბრები ანსამბლ რუსთავის კეთილდღეობაზე, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ იჩხუბეს. ფრიდონის კანდიდატურა იყო ანსამბლ სუხიშვილების მოცეკვავე, რომელიც არის არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, მამუკა ცერცვაძე, ია მაქაცარიამ სასტიკი უარი განაცხადა, რუხაძესთან ერთად, რომ ეს ადამიანი არ იქნებოდა ფრიდონის თანამშრომლები. თინა რუხაძე იძახდა, მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ნუ მასწავლითო, შემდეგ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, დაცვა გამოიძახა და გამოვიდა, წადით აქედანო. როდესაც მოვიდა კულტურის მინისტრად, ანსამბლ “რუსთავში“ მოხდა რეორგანიზაცია და ჩვენ აღარ გვიშვებდნენ. ერთი წელია, რაც მამაჩემმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ბატონი ფრიდონი ითხოვს, რომ ყველა ის პიროვნება, რომლებიც სამსახურიდან იძულებით წამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საქმიანობას და ემსახურონ ანსამბლ რუსთავს, - ამბობს ფრიდონ სულაბერიძის შვილი.

“მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს” — რას წერს ღარიბაშვილი მე-9 წერილში?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია.ღარიბაშვილი წერილში აღწერს, „რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის მისი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში“.„19 ოქტომბერს დაიწყო ჩემი სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით მსურს, განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.იმის გამო, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ცილისმწამებლური ბრალდება შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს – თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას მოკლედ გავუზიარო, თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის ჩემი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.ამ პერიოდში განხორციელდა:თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა;სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება;სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება;ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება და ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა;სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.„ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ – ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (აღნიშნული გამოცდილება და მაგალითი მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გავხადე სავალდებულო).ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.ზემოაღნიშნული დევიზის შესაბამისად ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია – თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა…ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ჯარისთვის გაკეთდა.თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის…ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები – რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება – დაიწყო გამოძიება.შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები – პატრიოტი პროფესიონალები.სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ცვლილება, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

2027 წლის 1-ელი იანვრიდან რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირების ახალი მოთხოვნები ამოქმედდება.მთავრობის №429 დადგენილების თანახმად, არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტების შეფუთვაზე სავალდებულო სპეციალური პიქტოგრამა განთავსდება.გარდა ამისა, ასეთი პროდუქტები მაღაზიებში რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით უნდა იყოს წარმოდგენილი.ცვლილების მიზანია, მომხმარებელმა პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მარტივად მიიღოს და არჩევანი გააზრებულად გააკეთოს.

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ბოლო სიახლეები