ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

24 იანვარი, მთვარის მეცხრე დღე

ვერძი
დამოუკიდებლობა მოგინდებათ და შეიძლება ტრადიციებისა და წესების წინააღმდეგ გაილაშქროთ. მოულოდნელობა გელით ოჯახში.

კურო
მშვიდად და დაკვირვებულად აირჩიეთ პარტნიორი, რათა გაუთვალისწინებელი თავგადასავლები აირჩიოთ თავიდან. აკონტროლეთ ემოციები.

ტყუპი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. ყურადღებას ითხოვენ შინაური ცხოველები.

კირჩხიბი
შემოქმედებითი იდეების განხორციელება და მოგზაურობა მოგინდებათ. თუ კარიერული წარმატებისკენ ისწრაფვით, გრაფიკის მიხედვით იმოქმედეთ.

ლომი
ნუ დაარღვევთ ტრადიციებსა და წესებს. პატივი ეცით უხუცესთა აზრს. საბინაო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.

ქალწული
მშვიდად შეხვდით მოვლენებს. დღეს დაინახავთ რეალურ საფრთხესა და ხელშემშლელ ფაქტორებს, რაც წარმატებაში გიშლით ხელს. ზოგიერთ მეგობართან, კოლეგასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ.

სასწორი
მოთმინებით უნდა შეხვდეთ კლიენტების, დამკვეთების ჭირვეულობას. მეტ მზრუნველობა გმართებთ მეუღლისა და შვილების მიმართ.

მორიელი
დღეს ინტუიციურად მიხვდებით ვის რა სჭირდება და როგორ უნდა დაეხმაროთ. შეიძლება საზღვარგარეთიდან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ ან სამუშაოდ მიგიწვიონ.

მშვილდოსანი
ნუ მოგერიდებათ, რომ საჭიროებთ მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას საყვარელი ადამიანის მიმართ. აკონტროლეთ ემოციები და ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან.

თხის რქა
სამსახურის საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა, ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ნუ გაწყვიტავთ ძველ კავშირებს ახალგაცნობილების გამო.

მერწყული
შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი ვალდებულებები და საქმეები. ცვლილებები გელით, მაგრამ ნუ დაარღვევთ კანონს, დისციპლინას.

თევზები
საკუთარ ფანტაზიებში გსურთ ყოფნა; აგრეთვე, – შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მშვიდად შეხვდით საყვარელი ადამიანისა და შვილების ჭირვეულობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.„ამას ვიხვეწებით ორწელიწადნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკომისია – შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“.„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, „თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტური პრინციპების აღსრულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“.„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია ემშვიდობება.„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს. დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.ძალიან დაგვაკლდები, მათე,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„რამდენიმე დღეა, გიორგი ლეკიშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მოსაკლავი იყო და ამიტომ მოკლეს!!!! გიორგი ლეკიშვილი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!!“ - წერს ეკა კუპატაძე.28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯგუფური ძალადობის შედეგად.დაკავებულები არიან:ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე: აპრილში მათ განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიესაჯათ 14 წლიანი პატიმრობა, რაც არასრულწლოვნების გამო შეუმცირდათ და 10 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა.დემეტრე ჩიქოვანი: მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის მიესაჯა 9 წელი, რაც შემდგომ 6 წლითა და 9 თვემდე შემცირდა.გიორგი მალანია: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის.ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი: 2026 წლის აგვისტოში დაკავებულ ორ არასრულწლოვან გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპი მმართველობას კონგრესის გვერდის ავლით გააგრძელებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის გზით იმოქმედებს.„ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპი, ძირითადად კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რაიმე?“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი არ ყოფილა.„ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, – განაცხადა მერცმა.აშშ-ის კონსტიტუციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. კონგრესს ასევე შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო საკითხებზე, მათ შორის ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობაზე.

ბოლო სიახლეები