23 წლის ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა

Read Time:1 Minute, 23 Second

გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ქვეითთა ოფიცერია. 23 წლის ჯარისკაცს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიება კონექტიკუტის შტატში, ქალაქ New Haven-ში 21 მაისს გაიმართა.
ვიქნები ქვეითთა ოცმეთაური. 27 ოქტომბრამდე ფორტ ბენინგში ქვეითთა ოფიცერთაგადამზადების კურსს გავივლიშემდეგ რეინჯერთა სკოლას დავამთავრებამის შემდეგგამამწესებენ ბაზაზე“, – ამბობს გიორგი ჩილინგარაშვილი.
მისივე თქმით, სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ამერიკულ ჯარში რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერია.

ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს. უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით რამდენიმე თვის წინ დაამთავრა. გიორგის მსგავსად მისი ძმაც ამერიკის ჯარში მსახურობს.

უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით რამდენიმე თვის წინ დაამთავრა.

მესხები ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდითამიტომ გადავწყვიტე ჯარში წასვლა. 21 წლის ასაკში შევედი ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში რიგით ჯარისკაცადორმაგიმუშაობა გიწევსროცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ოფიციერი ხდებინდობისმოპოვებისთვისაც მეტი ძალისხმევა გჭირდებაამას დიდი შრომის შედეგად მივაღწიე“, – ამბობს გიორგი.
ამერიკაში მამამ წაიყვანა. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან წასვლა მოუწია, მეთორმეტე კლასი ამერიკულ სკოლაში დაამთავრა. ამბობს, რომ ბევრი სირთულე გადალახა. სწავლის პარალელურად ყოველდღიურად მუშაობდა, ხან მაკდონალდსში, ხან სხვა კაფესა და მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა, ვარჯიშსაც ახერხებდა: ახალციხეში კარატეზედავდიოდიმეორე ადგილი მაქვს აღებული ევრაზიის ჩემპიონატშისაქრთველოსჩემპიონატზეც ყოველთვის პრიზიორი ვიყავიამერიკაში ვჭიდაობდიშემდეგ გადავედიწესების გარეშე ბრძოლაზეპირველივე ბრძოლაში 32 წლის საზღვაო ქვეითი დავამარცხე 38 წამშიშეჯიბრზე ქართული დროშით გამოვდივარ“.

ოთხი წელი ვიმსახურებ ოფიცრის პოზიციაზესავარაუდოდ ევროპაში გამაგზავნიანსამშვიდობო მისიითბაზაზე გამამწესებენ და ქვეითთა ბრიგადაში ოცმეთაური ვიქნებიპარარელურად ვვარჯიშობმინდა სპეცრაზმის ოფიცერი გავხდე“, – ამბობს გიორგი და ამატებს, რომ მომავალში უფრო დიდი გეგმები აქვს, იცის რომ ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევას შეძლებს: ყოველთვისმადლობელი ვარ რაც მაქვსმაგრამ კმაყოფილი არადროს ვყოფილვარ მიღწეულითსულწინ მინდა რომ ვიაროჩემი ოცნებაა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გავხდე“.

 

 

http://reportiori.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 9 წლის ბავშვი შს მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის გამოსახვასაც სთხოვს
Next post „მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება