“ქართული ოცნების” წევრის ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში.
“მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები, რომლებსაც ახლავს განზოგადოების დატვირთვა, ტესტიც არის ხოლმე. ჩვენ პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს როგორი უნდა იყოს ამ საქმეზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ერთადეთი კომენტარი რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონცენციის სტანდარტებს” – თქვა ბესელიამ.
სასამართლო დღეს ჩაბუქის ექსტრადიციაზე პროკურატურის მიმართვას განიხილავს. გადაწყვეტილება შეიძლება დღესვე გამოცხადდეს.
დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, თუ სასამართლო ჩაბუქის ექსტრადიციას დათანხმდება, ადვოკატები სტრასბურგს მიმარტავენ, რომელიც ექსტრადიციის საკითხს 48 საათში განიხილავს.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.