თვე: ოქტომბერი 2023

EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანება (EPTA) იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „მოხარული ვართ, გაგიზიაროთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) დათანხმდა EPTA-ს თავმჯდომარეობას 2024 წელს. EPTA-ს მე-17 წლიური კონფერენცია საქართველოში გაიმართება“, – აღნიშნულია ვებგვერდზე. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება, ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.  ინფორმაცია სრულად: https://www.epta.info/

კობახიძე ზურაბიშვილზე: ერთ წელიწადში გაუვა უფლებამოსილების ვადა, ვერც ქვეყანას დააქცევს – ვერ მოახერხებს ვერც კანდიდატის სტატუსის მიღების აღკვეთას

ჩვენთვის სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი. სინამდვილეში, ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, დღესაც ვნახეთ სატელევიზიო ჩართვის დროს, რა არის…

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მატუ…

გურამ მაჭარაშვილი: თუ გახსენდებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციას ეთქვას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც მთელი წელიწადნახევრის განმავალობაში იყო მათ დღის წესრიგში ნომერ პირველი საკითხი

შარშან, პრემიერ-მინისტრი იყო მოსული პარლამენტში და თქვა, პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ოპოზიციიდან დადიან და საქართველოს და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო განცხადებებს…

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ და ხოშტარიამ ტაში არ დაუკრეს – არ მოსწონთ ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა

„ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ზუსტად იგივეა. აშკარად გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ახალ ელჩს აქვს განსხვავებული…

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების და სტუდენტების სახელით, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და…