0 0
Read Time:1 Minute, 4 Second

,,გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

მისი თქმით, პლენარული სხდომების 15 %-ს ოპოზიციამ ან ბოიკოტი გამოუცხადა, ან არ დაესწრო.

,,ამ კონტექსტში წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს. უფრო დეტალურად, 2023 წლის ანგარიში ბეჭდური სახით დარიგებულია და ასევე, ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებ-გვერდზე. 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან 10-ს , რაც  სხდომების 15%-ს შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორიც არის: წყლის რესურსების მართვის შესახებ; სამრეწველო ემისიების შესახებ; ტურიზმის შესახებ; საჯარო შესყიდვების შესახებ; ელექტრონული კომერციის შესახებ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; თავდაცვის კოდექსი; პენიტენციური კოდექსი; მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები; სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის.“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო საზოგადეობას – „საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა: 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, ანგარიში, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატები. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება და 8 პეტიცია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139-მა პარლამენტის წევრმა,’’.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები