ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით:

ისტორია – აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

მათემატიკა – აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – აირჩია 1040 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ზოგადი უნარები- აირჩია 4500 -ზე მეტმააბიტურიენტმა;

ლიტერატურა – აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება- აირჩია 430 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – აირჩია 2340 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა – აირჩია 200 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ხელოვნება – აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება 2020 წლის ეროვნული გამოცდები. წელს გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი – აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს

აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს – ამის შესახებ ირანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, რეზა თალაი-ნიკმა განაცხადა.პრესსპიკერის თქმით, აშშ-მ უარი უნდა თქვას უკანონო და ირაციონალურ მოთხოვნებზე.მისი განცხადებით, ირანი აგრძელებს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის გაძლიერებას და შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფას. თალაი-ნიკმა აღნიშნა, რომ ირანი მზად არის, გაუზიაროს თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებსაც.პარალელურად კი, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი მოჰამად აქრამინია აცხადებს, რომ ირანში კვლავ საომარი მდგომარეობაა და ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს სამიზნეების სიის განახლება და სამხედრო აღჭურვა.

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტო კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა, იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თავის სამუშაოს ასრულებს და მოცულობით, დეტალურ დასკვნას დადებს.პაპუაშვილის განმარტებით, კომისია შეიმუშავებს დასკვნას, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს.„კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა და ენახა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში ხომ არ არის რაიმე რგოლი, რომელიც ხელოვნურია, სხვა რაღაც ბარიერია, რომელსაც შეიძლება, სხვანაირი მოწესრიგება სჭირდებოდეს, საკითხი ობიექტურია თუ სუბიექტური. კომისიის მხრიდან იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ არის საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება გამოსწორდეს. მთავარი ამოცანაა, ფასების საკითხზე კითხვაზე პასუხი გაეცეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვქონდეს კომპეტენტური აზრი, არის ობიექტური მოცემულობა თუ ამაში რაიმე ხელოვნურია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანზე პოსტს აქვეყნებს – „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი, სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანის მიმართ მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს.ამასთან, ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი“.„ირანი ვერ ახერხებს ეფექტურად მოქმედებას. მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი” აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გადაეცა.

ბოლო სიახლეები