სამშაბათი, ივლისი 21, 2026

2017 წელს პროკურატურამ ქალთა მკვლელობის 26 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით 14 ფაქტზე) და ქალთა მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით – 12 ფაქტზე), გამოძიება ასევე დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტზე.

სახალხო დამცველი ფემიციდის დიდ რაოდენობას კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას უკავშირებს.

ომბუდსმენი წერს, რომ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განუხორციელებლობის მიზეზად მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაუქმების ფაქტორია მითითებული. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება, რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას შეტყობინების გაუქმების უკან მოძალადის მიმართ შიში ან მისი მხრიდან მუქარა.

„მსხვერპლის თითოეულ მიმართვას სამართალდამცავები განიხილავენ როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას და ოჯახში ძალადობის სისტემატურ და განგრძობად ხასიათს არ ითვალისწინებენ. ყურადსაღებია ფემიციდის ის შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მსხვერპლს მათთვის დასახმარებლად არ მიუმართავს. საქართველოს სახალხო დამცველის საქმისწარმოების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა ითქვას, რომ ამის მიზეზია სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა, ძალადობის გაძლიერების შიში და დაურწმუნებლობა არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების ეფექტიანობაში, “- ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.

შსს ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, უწყებამ ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კახა კალაძე – ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს, გავაძლიერებთ მუშაობას, რომ პრობლემები...

ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, ზოგიერთ ქუჩასა და გამზირზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულია და ეტაპობრივად ყველაფერი განახლდება.„ცხელი ხაზი მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. იყო გარკვეული მომართვიანობა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში.გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვმნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შიო მესამე – ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს.როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს.„ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია.გამორჩეული ხმით, შემოქმედებითი ხიბლით, დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით, მაღალი მუსიკალური გემოვნებითა და მშვენიერებით მან მრავალი ადამიანის გულში დაიდო ბინა, როგორც შთაგონების წყარომ და ქართული ხელოვნების ღირსეულმა წარმომადგენელმა.დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს, იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულსა უზიარებს.ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა. უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში. 

თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა – ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო თბილსერვისის სამსახური, გამგეობები და ასევე საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.„ძლიერი წვიმა მოვიდა, მოკლე დროში ძალიან ბევრი ნალექი. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გაფუჭებულია კონკრეტული საგზაო მონაკვეთები. რაც შეეხება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით, არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.

ბოლო სიახლეები