2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა

Read Time:21 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად 2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 და სექსუალური ნიადაგზე ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის – 990, ეკონომიკური ძალადობის- 143, იძულების – 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის ყველაზე მცირე შემთხვევა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობაა. 9 შემთხვევიდან 3-3 თბილისსა და ბათუმში, 2 კახეთში, ხოლო ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტოკიოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი გაშენდება
Next post ტაქსი, რომლის საფასურს მომხმარებელი განსაზღვრავს, თბილისში ხვალიდან გამოჩნდება