2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ

Read Time:31 Second

2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრი იყო, რის გამოც მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ვადა 2026 წლამდე გაეგრძელებინა.

“მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის და ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე – ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად ვართ
Next post ირაკლი კობახიძე – ოდირის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და შერეული საარჩევნო სისტემები