დავით ბაქრაძე – ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად ვართ

Read Time:57 Second

„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს, საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ნებისმიერი საარჩევნო მოდელით არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე რჩება და გუნდის ამოცანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა იქნება.

„დღეს პარტიაში განვიხილეთ ჩვენი სამომავლო სტრატეგია და ბრძოლის გეგმები, ევროპული საქართველო რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს ახალი შეთანხმებული სისტემა თუ იქნება დღევანდელი სისტემა, ჩვენ მზად ვართ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში, დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას და მინდა გითხრათ, რომ პარტიაში არის ერთსულოვნება, ყველა მზად არის საბრძოლველად და ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად, მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ისინი პარტნიორებთან ერთად გეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს.

„პოლიტსაბჭოზე ამ წლის ძირითადი გამოწვევები განვიხილეთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ როგორც ეფექტური საპროტესტო ტალღის, ისე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. „ევროპულ საქართველოში“ შეხედულებების სრული თანხვედრაა და ვაპირებთ საქმის ბოლომდე მიყვანას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
Next post 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ