20 წლის გოგო სურათის გადაღების დროს მეორე სართულიდან გადმოვარდა

Read Time:22 Second
ახალციხეში 20 წლის გოგო აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც  მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა წიქარიშვილი საქართველოს დროებით ტოვებს
Next post კაილი მინოუგი დაბადების დღისთვის გაშიშვლდა