უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილზე: მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებს, გაითვალისწინონ ჩვენი არგუმენტები

Read Time:45 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნიდან საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის გაწვევას გამოეხმაურნენ და მიხეილ სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის აუცილებლობა განმარტეს.

„ეპიდემიის დამარცხება და ეკონომიკის სტაბილიზაცია საერთო მიზნებს წარმოადგენს მთელი ევროპისთვის. ეს გამოწვევები უკრაინის ხელისუფლებისგან ახალი მიდგომებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას აქვს რეფორმების განხორციელების დიდი გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ ეს არგუმენტები. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინაში რეფორმების განხორციელებაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გაწვევას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დიპლომატიურ საქმიანობაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

„ვერ ვხედავთ ამაში ვერანაირ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ორ მეგობრული ქვეყნის ურთიერთობებს ემუქრებოდეს. ჩვენ არაერთი საერთო გამოწვევა გვაქვს“, – აცხადებენ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები
Next post გიორგი კახიანი: ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა