გიორგი კახიანი: ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა

Read Time:38 Second

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა არ მოხდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, მასთან მიმართებით უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის სკეპტიკური დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, იმაზე, რომ მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იქნა ჩვენი პოზიცია, რომელიც მის ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით გვქონდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

თუმცა მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნა და არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მსჯავრდებული და მისივე მოსაზრებით, მსჯავრდებულთან მიმართებით სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს.

„რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე, გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს ქვეყნებს შორის მომდევნო ურთიერთობებზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილზე: მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებს, გაითვალისწინონ ჩვენი არგუმენტები
Next post ნიკოლოზ ჩხეტიანი: ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით