15:00 საათის მონაცემებით, სამგორში ამომრჩეველთა აქტივობა 15%-ია

Read Time:50 Second

15:00 საათის მონაცემებით, სამგორის საარჩევნო ოლქში 21 500-მა მოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 15%-ს შეადგენს.

სამგორის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ეკატერინე მოდებაძის ინფორმაციით, აქტივობა წინა ტურთან შედარებით დაბალია. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა საჩივრები და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ ოპოზიციაშიც იფიქრებენ კომპრომისულ წინადადებებზე და პარლამენტში შემოვლენ
Next post გიორგი კახიანი: რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება