გიორგი კახიანი: რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება

Read Time:1 Minute, 1 Second

რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით სხვადასხვა კომპრომისული შუალედური შეთანხმების მიღწევა შეიძლება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული, ამის იქით ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპრომისული ნაბიჯების შედეგად მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება, გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 15:00 საათის მონაცემებით, სამგორში ამომრჩეველთა აქტივობა 15%-ია
Next post თეა წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი