ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

სასკოლო პროგრამის ათვისება ბავშვებისგან მაღალ გონებრივ აქტივობას მოითხოვს. თანაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ამიტომ ვიტამინები და ენერგიის წყარო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რით შეგვიძლია მშობლებს ამ დროს ბავშვის ორგანიზმს შევეშველოთ? იმისათვის, რომ სასწავლო პროცესმა მათთვის ადვილად ჩაიაროს, აუცილებელია დღის რეჟიმის ორგანიზება და ბავშვის მენიუს სასარგებლო საკვებით გაჯერება. გთავაზობთ 15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც გონებას სასწავლო მასალის ათვისებაში დაეხმარებიან.

1. თევზი
უკეთესია, თუ მოხარშულს მიირთმევს. შესანიშნავი ენერგიის წყაროა და კარგად მოქმედებს ტვინზე. თევზზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს.

2. ხორცი

ხორცში შემავალ ცილებს ვერაფერი შეცვლის. ქათმის, ძროხის, ბატკნის, თიკნისა და ღორის ხორცი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს.

3. კვერცხი
კვერცხში შემავალი ნივთიერებები გონების კონცენტრაციისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ეს პროდუქტიც ჯობია, რომ მოხარშული მიიღოთ, რადგან შეწვის შემთხვევაში ქოლესტერინის დონე მატულობს.

4. წყალი
მართალია, ისედაც ყველა სვამს ყოველდღე, მაგრამ აქ დღიურ ნორმაზეა საუბარი. მოსწავლეს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება. ამაში გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა არ იგულისხმება.

5. წითელი წიწაკა და სუნელები
ბრიტანეთში წითელი წიწაკა სასკოლო ასაკისთვის საუკეთესო პროდუქტად დაასახელეს. თუმცა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

6. კარტოფილი

მასში

შემავალი სახამებელი გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს. სახამებელი გლუკოზად გარდაიქმნება, რაც ადამიანს ენერგიას მატებს.

7. ნიორი

გარდა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადით ამდიდრებს, ამავე დროს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამაგრებს იმუნიტეტს. დღეში 2 კბილი ნიორი ვირუსს შანს არ დაუტოვებს. სუნის გასაქრობად კი ბავშვს ოხრახუშის ღერი დააღეჭინეთ.

8. ბროკოლი
მას მოსწავლეების მეგობარსაც ეძახიან, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინის მკვებავს – ვიტამინ k-ს. საერთოდ, კომბოსტოს გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ.

9. რძის პროდუქტები

ამარაგებს ორგანიზმს კალცით. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის რძის დღიური ნორმა 500 მილილიტრია.

10. ნაღების კარაქი
ქოლესტერინით შეშინებული დიასახლისები მას გამუდმებით ზეთით ანაცვლებენ. ეს კი სწორი არ არის, მასში შემავალი ცხიმი ტვინისთვის სასარგებლოა. უბრალოდ, სწორად უნდა გამოიყენოთ – მასში შეწვა დაუშვებელია, არც დიდი რაოდენობითაა სასარგებლო.

11. კაკალი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თხილი და კაკალი გონების პირველი სტიმულატორები არიან. ძალიან კარგად მოქმედებენ მეხსიერებაზე.

12. როზმარინი 
ეს მწვანილი ბავშვებს მეხსიერებას უუმჯობესებს.

13. ყურძენი

განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ყურძენი. ის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.

14. ლიმონი
დაძინებამდე გარკვეული დროით ადრე დალეული ლიმონიანი ჩაი მეხსიერებისთვის სასარგებლოა.

15. თაფლი
ამაღლებს იმუნიტეტს და მეხსიერების წყაროა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები…“ – ცოტნე ანანიძე

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები...“, - ამის შესახებ  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა.მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 22 პირს გაუფორმდა და ეტაპობრივად, 22-ვე პატიმრობიდან გათავისუფლდა. კერძოდ, რვა პირი გუშინ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, კიდევ რვა დაკავებული რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, ექვსი კი – ცოტა ხნის წინ.

ირანის ელჩი: მსოფლიო წესრიგი ზეწოლით აღარ იმართება…არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნებს უკარნახოს, ვისთან ითანამშრომლონ-სახელმწიფოებმა პარტნიორები თავად უნდა აირჩიონ

,,როდესაც რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ცდილობენ განსაჯონ ან განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ააწყონ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი საერთაშორისო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შორის? დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება და ხალხთა უფლების პატივისცემა, თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალაა. გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს. ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას. ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს. დღევანდელი მსოფლიო აღარ არის წარსული საუკუნეების მსოფლიო. ხალხებს უფრო მეტი ცნობიერება აქვთ, ისინი უფრო დამოუკიდებლები და საკუთარი არჩევანის უფლების მქონენი არიან. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას. მხოლოდ ყველა ერის სიცოცხლის, განვითარების და დამოუკიდებლობის უფლების პატივისცემით არის შესაძლებელი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს შექმნა-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

მასუდ ფეზეშქიანი – კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხის სიცოცხლის წყაროა, მისი მიზანში ამოღების შესახებ მუქარა არ არის სიძლიერის დემონსტრირება, სასოწარკვეთილების ნიშანია

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას „სასოწარკვეთილების ნიშანი“ უწოდა.„კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხის სიცოცხლის წყაროა. მისი მიზანში ამოღების შესახებ მუქარა, დაწყებული სატრანსპორტო ქსელებიდან, დამთავრებული ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით, არ არის სიძლიერის დემონსტრირება, არამედ  სასოწარკვეთილების ნიშანია ერის ნების წინაშე“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.მისი თქმით, ირანი ნებისმიერ ზეწოლას და მუქარას გაუძლებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.

ბოლო სიახლეები