10 წლის მარიამ ბოკუჩავა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

Read Time:37 Second

გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბოკუჩავა და იტალიაში ვცხოვრობ უკვე 6 წელია. ამ ვიდეოს დღეს იმიტომ ვიღებ, რომ ისეთნაირი რაღაცა მინდა მოხდეს, რომ ყველა ბავშვი ვინც კვარაცხელიას გულშემატკივრობს, გაუხარდეს, მათ შორის მეც“. – ამ შინაარსის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ოჯახის 10 წლის შვილი, მარიამ ბოკუჩავა თავის ინიციატივაზე საუბრობს. მისი სურვილია ემიგრანტი ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში, სტადიონზე შეხვდნენ.

„ხვიჩა კვარაცხელია, აქ იტალიაში ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. რაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა ნეაპოლში, ჩემმა მეგობრებმა, კლასელებმა გაიგეს საქართველოს შესახებ და დაიწყეს ბევრი ნახატების და საჩუქრების გაკეთება. ამის გამო ჩემს კლასელებს ძალიან დიდი მადლობა“. – ამბობს ვიდეოში პატარა ემიგრანტი.

ახლა ჩემს ინიციატივაზე გადავიდეთ, მინდა ხვიჩა კვარაცხელიამ ისე ქნას რომ თითქმის ყველა ემიგრანტი ბავშვი ვინც იტალიაში ცხოვრობს და კვარაცხელიას გულშემატკივრობს, ერთად წავიდეთ ნეაპოლში სტადიონზე და ჩვენ შეგვხვდეს. აბა რას იტყოდით?

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბერძენიშვილი: ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით
Next post მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები