10 ფრაზა, რომელსაც მოისმენთ, თუ ღამის კლუბში დედასთან ერთად მიხვალთ

Read Time:38 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში ბავშვთა კოდექსის განხილვაზე თქვა, რომ ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან.

ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი იქნებოდა დედასთან ერთად ღამის კლუბში გართობა და რა ფრაზებს მოვისმენდით ღამის განმავლობაში:

1. გაგიხსნის მალე და მოიცვი ჟაკეტი

2. ეს დიჯეი შენი დამრიგებლის შვილს არ ჰგავს?

3. ჭამე დე, სამი დღეა რეივობ და ლუკმა არ ჩაგიდია პირში

4. ძაან კაი გოგო ცეკვავს სთეიჯთან, მიდი, დაელაპარაკე

5. შაკო და მამამისი შემხვდნენ გარდერობთან და მიესალმე, უხერხულია

6. ნეტაი რას ხედავ ამ ღამე მაგ სათვალით

7. თუ გაოფლიანდები, გამოსაცვლელები მე მაქვს

8. აქაურ ტუალეტებში შევიხედე და სახლამდე მოთმენა ჯობია

9. ნანას გოგოს ფეისკონტროლი ვერ გაუვლია, არადა რა სჭირს ამათი დასაწუნი!

10. აპაპაპა, დარქ რუმი არ გამაგონო!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ოძელაშვილის მიერ მსოფლიოს თასზე მოპოვებული ოქროს მედალი და მოსკოვში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი
Next post თელავში გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა