1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება

Read Time:47 Second

მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სამედიცინო პროტოკოლი და უსაფრთხოების წესი დაცული იქნება.

„მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებეს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება. მსოფლიოს ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რაიმე ისეთი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
Next post თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება