ჰუბერტ ქნირში: SNGP არ არის საჩუქარი, რომელსაც ნატო აძლევს საქართველოს. ეს არის ერთობლივი მისწრაფება, რომელიც ქართული მხარის უზარმაზარ შრომას მოითხოვს

Read Time:43 Second

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკური და არსებითი შედეგია. დიდი მოვლენა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც ალიანსის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვტილება და პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, SNGP საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად კონკრეტული, რეალური და პრაქტიკული გზით.

„ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველო, მაგრამ უფრო კონკრეტულად, ამ საქმეს ასრულებენ SNGP-ის ინიციატივების ჯგუფისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის სამხედრო და გენერალური ჯგუფის პროფესიონალები. SNGP არ არის საჩუქარი, რომელსაც ნატო აძლევს საქართველოს. ეს არის ერთობლივი მისწრაფება, რომელიც ქართული მხარის უზარმაზარ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს სამუშაო ნამდვილად იმსახურებს შესრულებას. ამით საქართველო არა მხოლოდ ხაზს უსვამს ნატოს მიმართ ვალდებულებას, არამედ ის ასევე მუშაობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერებისა და ნატოს ძალებთან ურთიერთავსებადობის კიდევ უფრო გასაზრდელად“- განაცხადა ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: პირველ ეტაპზე ქალაქში დაახლოებით 3 000 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, რეფორმის ფარგლებში კი ეს რიცხვი 1 500-1 200-მდე იქნება
Next post ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი