კახა კალაძე: პირველ ეტაპზე ქალაქში დაახლოებით 3 000 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, რეფორმის ფარგლებში კი ეს რიცხვი 1 500-1 200-მდე იქნება

Read Time:42 Second

პირველ ეტაპზე ქალაქში დაახლოებით 3 000 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, რეფორმის ფარგლებში კი ეს რიცხვი განახლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

„ყვითელი მარშუტკები“ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველა რესურსი ამოწურა. ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას ქმნის, შესაბამისად, მიმდინარეობს განახლება და დღეს ორასი ერთეული მიკროავტობუსია შემოყვანილი. პირველ ეტაპზე სამასი ერთეული მოემსახურება თბილისს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩანაცვლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის და რეფორმის შედეგად, ქალაქში 1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტი საჭიროება არ არის, ეს რაოდენობა პირველ ეტაპზე დააახლოებით 3000-ს შეადგენდა.

„ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 26 ოქტომბრამდე შენარჩუნდება
Next post ჰუბერტ ქნირში: SNGP არ არის საჩუქარი, რომელსაც ნატო აძლევს საქართველოს. ეს არის ერთობლივი მისწრაფება, რომელიც ქართული მხარის უზარმაზარ შრომას მოითხოვს