ჰაკერებმა ქართველი ბიზნესმენის საბანკო ანგარიშიდან 600 ძვირად ღირებული საათი შეუკვეთეს – როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა კიბერთაღლითობისგან?

Read Time:55 Second

ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში გახშირდა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მითვისების შემთხვევები. როგორც ცნობილია, მსგავსი დანაშაული კიბერდანაშაულის კატეგორიაში ერთიანდება, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ხდება კომპიუტერისა და კომპიუტერული ქსელის გამოყენებით.

ჰაკერული თავდასხმის სამიზნე საქართველოშიც არაერთი მოქალაქე გამხდარა.

მაგალითად, ტელეგრამ არხ LOLZTEAM HE-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. მისი საბანკო ანგარიშიდან 150 000 დოლარზე მეტი ჩამოიჭრა. კიბერთაღლითებმა თანხის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა ბიზნესმენის ფულით 600 ძვირად ღირებული, G-SHOCK-ის საათი შეუკვეთეს.

იურისტები მოქალაქეებს ურჩევენ, მაქსიმალურად გამოიყენონ საბანკო დაცვის მექანიზმები და, არალეგალური წვდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს, რათა დადგინდეს, როგორ მიიღო წვდომა სავარაუდო თაღლითმა თქვენს საბანკო ანგარიშზე. ამისთვის სპეციალური სამსახური შეისწავლის საბანკო დაწესებულების მხრიდან ანგარიშის ნომრის კონფიდენციალობის პოლიტიკასა და პირობებს, ხომ არ მოხდა ანგარიშის ნომრის გავრცელება იმის გამო, რომ იგი სათანადოდ არ იყო დაცული გამჟღავნებისგან.

რამდენიმე გზა, თუ როგორ დაიცვათ თავი:

1. არ გადარიცხოთ თანხები თქვენი პირადი ანგარიშიდან ონლაინ კაზინოებში;

2. გაააქტიურეთ ანგარიშის დაცვის ე.წ. 3D სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხა არ გადაირიცხება თქვენს ტელეფონზე მოსული სმს კოდის სისტემაში შეყვანის გარეშე;

3. მომენტალურად დაუკავშირდით ბანკს და დააბლოკინეთ ბარათი;

4. დააზღვიეთ ბარათი;

5. არ შეიყვანოთ ანგარიშის ნომრის ან ბარათის მონაცემები არასანდო ვებგვერდებზე.

წყარო: რუსთავი 2

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე, ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ კატეგორიული
Next post იაგო ხვიჩია სააკაშვილზე: 9 მილიონზე მეტი თუ არ გაუფლანგია კაცს და 8 ათას ლარად მუშაობდა, სინამდვილეში უნდა ვაჯილდოებდეთ