ჯო ბაიდენი – საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი

Read Time:30 Second

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი.

მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა კამერების მიღმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ახლა დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ვმუშაობ საუდელებსა და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი პირველად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდებები ღაზაში ომის შემდგომი გეგმებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

„ძალიან ბევრი ისრაელელი და პალესტინელი უდანაშაულო მსხვერპლია. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი საკვები და წამალი, ასევე მომარაგება პალესტინელებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ბაიდენის განმარტებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის არსებობა საფრთხეშია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოიყვანა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ – ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი
Next post ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში – მუსიკოსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს