ჯო ბაიდენი: აშშ და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში

Read Time:37 Second

“ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში”.

ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა..

მისი თქმით, მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

„პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, ეს კი, უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტება, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია. მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ავტოკრატებმა უკარნახონ სამყაროს გეზი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია – აშშ
Next post ჰუბერტ ქნირში – უკრაინელებისგან განსხვავდება რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულების სიტუაცია, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ მათ თავს დაესხმებიან იმის გამო, რომ სჭირდებათ ვინმე, ვისაც აჩვენებენ სიბრაზეს პუტინის მიმართ